RSS

ბლოგერი ალუბლების ქუჩიდან

უკვე კარგა ხანია, ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება, ჩემს შესახებ ცოტა რამ მაინც გიამბოთ. მე მერი პოპინსი ვარ და ალუბლების ქუჩაზე ვცხოვრობ, მეჩვიდმეტე სახლში. იქნებ ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან დაშაქრული ალუბალი :). ზოგადად, გამოუსწორებელი სუსნია გახლავართ და გახამებული წინსაფრის ჯიბეში მუდამ მომეძევება თხილიანი შოკოლადის ნატეხი, და რა გასაკვირია, რომ ტყუპები სულ კალთაზე მეკონწიალებიან ხოლმე 🙂
 
ძალიან დიდი ხნის მანძილზე უმცროსი (და არა მარტო უმცროსი) ბენქსების აღზრდით ვიყავი დაკავებული და მოგეხსენებათ, ამ საქმეს ჩინებულად ვართმევდი თავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯეინმა და მაიკლმა კომპიუტერი შეიძინეს, ინტერნეტის ერთგული მომხმარებელი გავხდი 🙂 ამ ბოლო დროს კი ქართულ ბლოგოსფეროში ხეტიალს დავეჩვიე და პატარა ბენქსებისგან თავისუფალი დროის არც თუ მცირე ნაწილს მონიტორთან ვატარებ ხოლმე.
 
ჰოდა, ვზივარ ახლა ნეტარ სიჩუმესა და სიმყუდროვეში (ჯონის და ბარბარას სძინავთ, ჯეინი და მაიკლი სკოლაში არიან, პატარა ანაბელი კი მზის სხივებით გამთბარ საწოლზე დაფორთხავს და თავისთვის ღუღუნებს), გვერდით ჩემი საყვარელი ყავის ჭიქა მიდგას, საიდანაც მდორედ მოიზლაზნება ცხელი ორთქლი და „კარტ ნუარის“ არომატი,  იქვე „რაფაელოს“ სანახევროდ ცარიელი კოლოფი მიდევს და თქვენს პოსტებს ვკითხულობ… იქნებ დადგეს დრო და როლები შეიცვლოს… ძალიან კარგი იქნება, თუ ოდესმე მკითხველების ამპლუაში მომევლინებით…

 

74 responses to “ბლოგერი ალუბლების ქუჩიდან

  1. Molly Bloom

    მარტი 11, 2011 at 9:21 AM

    ულამაზესად მოყოლილი ისტორიაა 🙂

     
  2. Mary Poppins

    მარტი 11, 2011 at 9:28 AM

    მადლობა, მოლი 🙂 აი, ახლა შენ ხარ სტუმარი და მე – მასპინძელი 🙂

     
  3. Molly Bloom

    მარტი 11, 2011 at 9:30 AM

    ამ ბლოგის მუდმივი სტუმარი ვხდები 🙂

    თხილიანი შოკოლადის ნატეხს მიწილადებ? 🙂

     
  4. Mary Poppins

    მარტი 11, 2011 at 9:32 AM

    აუცილებლად, გეთაყვა 🙂

     
  5. Molly Bloom

    მარტი 11, 2011 at 9:37 AM

    მე ფინჯანი ყავით, ნაყინით და კივით გესტუმრები 🙂

     
  6. Mary Poppins

    მარტი 11, 2011 at 9:38 AM

    მმმ… ჩინებული იდეაა 🙂

     
  7. Molly Bloom

    მარტი 11, 2011 at 11:23 AM

    მერი, შენს პირველ პოსტს ველოდებით 🙂

     
  8. ammie

    მარტი 13, 2011 at 2:19 PM

    ქალბატონო მერი, ხომ მესტუმრებით ბლოგზე? :*

     
  9. anakobakhidze

    მარტი 16, 2011 at 10:41 AM

    meri, axali postis daceras rodis apireb?

     
    • Mary Poppins

      მარტი 17, 2011 at 5:05 PM

      ჯერ მკითხველის სტატუსს ვამჯობინებ 🙂

       
  10. Jessie

    მარტი 18, 2011 at 8:12 AM

    რა კარგად დაწერილია ^_^ მშვენიერია

     
  11. Mary Poppins

    მარტი 18, 2011 at 8:38 AM

    მადლობა ❤

     
  12. Mallorie

    მარტი 18, 2011 at 10:40 AM

     
  13. tamaRa

    მარტი 18, 2011 at 1:50 PM

    ვააააიჰ:):):) მერი პოპინს, ბებიდა ქეროლაინის ნაჩუქარი სინი ჯერ კიდევ მთელია თუ დაფშვნეს ბენქსებმა??:):)

     
  14. Mary Poppins

    მარტი 18, 2011 at 2:57 PM

    არა, მთელია 🙂 მაიკლი კი უტრიალებს საეჭვოდ, მაგრამ ჯერ მთელია 🙂

     
  15. salomeaa

    მარტი 27, 2011 at 9:41 AM

    მერი პოპინს საოცრად მოყევი შენს შესახებ:)

     
  16. salomeaa

    მარტი 27, 2011 at 9:42 AM

    დამავიწყდა– ვგიჟდები ალუბლებზე
    მეც ვიყიდი პაწუკა სახლს ალუბლების ქუჩაზე და გადმოვცხოვრდები…

     
    • Mary Poppins

      მარტი 27, 2011 at 9:46 AM

      მაგას რა სჯობია 🙂 მშვენიერი მეზობელი მეყოლება და ნაღებიან ყავას დავლევთ ხოლმე მზიან ვერანდაზე 🙂

       
  17. kevana

    მარტი 27, 2011 at 6:34 PM

    მე ესეთი მერი მიყვარს :

    პ.ს. დაშაქრული ალუბალი.. ამნნნ….

     
  18. Mary Poppins

    მარტი 29, 2011 at 3:46 AM

    მე ასეთი სრულყოფილი არ ვარ 🙂

     
  19. salomeaa

    მარტი 29, 2011 at 4:36 PM

    ყავაზე მიპატიჟება მიღებულია :sun:

     
  20. Lord Vader

    მარტი 30, 2011 at 2:30 PM

    სულ მიკვირდა რად უნდოდა მერი პოპინსის ამბის მოყოლას 150 გვერდი – აგერ ნახევარიც მშვენივრად ეყო.

     
    • Mary Poppins

      მარტი 30, 2011 at 9:37 PM

      გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი 🙂

       
  21. faifuris angelozi

    მარტი 30, 2011 at 3:35 PM

    მერი,დაშაქრული ალუბალი,მიწილადე თუ გაქვს(( თუ არადა წავედი მე რამე უნდა ვნახო მარკეტებში….

     
    • Mary Poppins

      მარტი 30, 2011 at 9:36 PM

      აუცილებლად გიწილადებ 🙂 პატარა, ფერადი მინის ფიალით მოგართმევ 🙂

       
  22. kevana

    აპრილი 1, 2011 at 8:38 AM

    თემებს არ წერ? : (

     
  23. Mary Poppins

    აპრილი 1, 2011 at 10:27 AM

    ჯერ არა 🙂 რაღაც არ მეწერება 🙂 თანაც ყველაფერზე, რაზეც შემიძლია, დავწერო, უკვე უჩემოდაც მშვენივრად წერთ 🙂

     
    • Mary Poppins

      აპრილი 8, 2011 at 6:46 AM

      კორიანტელის რა გითხრა, პოსტი კი შეიძლება, ოდესმე დავწერო… ოღონდ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა 🙂

       
  24. tatatatuli

    აპრილი 7, 2011 at 8:14 PM

    ამ პაწაწინა, მომხიბვლელი და კეკლუცი პოსტის ავტორს მგონი უკვე მკითხველი ჰყავს, რომელიც ალუბლის ქუჩიდან „კარტ ნუარის“ არომატიან პოსტების კორიანტელს ელოდება:)

     
  25. Lord Vader

    აპრილი 8, 2011 at 5:58 AM

    აქაურ კარტ ნუარს ნესკაფე გოლდი ჯობია (ოღონდ, გერმანული “სბორკა” 🙂 რომელიცაა) ბევრად.

     
    • Mary Poppins

      აპრილი 8, 2011 at 6:48 AM

      ფრანგულ “Carte noire”-საც ხომ არაფერს უწუნებს თქვენი უსნობესობა, ლორდ? 🙂

       
      • Lord Vader

        აპრილი 8, 2011 at 8:01 AM

        ეს სნობიზმი არ არის. უბრალოდ გემოვნების საკითხია 🙂

        ფრანგული არ ვიცი დამილევია თუ არა 🙂

         
  26. Mary Poppins

    აპრილი 8, 2011 at 2:18 PM

    მე დამილევია და მინდა, გითხრა, აქაურისგან მართლა ძალიან განსხვავდება. თუმცა ამ ბოლო დროს ილის ყავა მომეწონა ძალიან.

     
    • Lord Vader

      აპრილი 16, 2011 at 9:00 AM

      პარიზში, უკაცრავად ვიყო და, ფსელი რომ მოგიტანონ ყავის მაგივრად, ისიც გეგემრიელება 🙂 მითუფრო, თუ ზაფხულია, კაი ამინდია და სადმე ღია კაფეში ზიხარ და პარჟანკებს გასცქერი.

       
  27. ♥ Miss.Catalan.. ♥

    აპრილი 13, 2011 at 6:46 PM

    sayvarlobaa : )

     
  28. ჭიამაია

    აპრილი 18, 2011 at 8:56 AM

    მმ, მე ჩაი მიყვარს, ამიტომ საკუთარი ჩაით მოვალ და ბევრი შოკოლადიანი ნამცხვრებით. მთავარია ვიცოდე პატარა ბენქსებს როდის სძინავთ ან შინ არ არიან 🙂

     
  29. Mary Poppins

    აპრილი 18, 2011 at 11:29 AM

    ჩაიც მომეძევება, გეთაყვა 🙂 შავი გირჩევნია, მწვანე თუ ხილის არომატით? პატარა ბენქსების დარდი კი ნუ გექნება, მე მივხედავ 🙂

     
    • Chiamaria

      სექტემბერი 2, 2011 at 5:33 AM

      ხილის არომატიან ჩაიზე სიამოვნებით მოვალ : )

       
    • Mary Poppins

      სექტემბერი 5, 2011 at 2:48 AM

      მობრძანდი, გეთაყვა 🙂

       
  30. »♥» ana «♥«

    აპრილი 27, 2011 at 11:23 AM

    ისე მომინდა შენს მიერ დაწერილი პოსტები კიდევ წამეკითხა,რომ ვერ აღვწერ.. ))
    დაწერე ხოლმე რა.. ❤

     
  31. Mary Poppins

    აპრილი 27, 2011 at 3:58 PM

    შენნაირი მკითხველები თუ მეყოლება, იქნებ, დავწერო კიდეც 🙂

     
  32. IG

    ივნისი 23, 2011 at 7:29 PM

    საყვარელი მერი პოპინსი.. საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე დღეს :)))
    იგ

     
  33. glamtaia

    ივლისი 22, 2011 at 5:34 PM

    აუფ ერთადერთ პოსტი წავიკითხე და მოვიხიბლე, ჩათვალე რომ თუ გადაწყვეტ დაწერო რამე მე ნომერ პირველ მკითხველად მოგევლინები 😀

     
  34. Mary Poppins

    აგვისტო 15, 2011 at 9:44 AM

    მადლობა, თაია 🙂

     
    • glamtaia

      აგვისტო 17, 2011 at 4:51 PM

      არაფრის 🙂 ისე მერი შენი თხრობის სტილი ძალიან მომეწონა.

       
  35. tsotnee

    სექტემბერი 9, 2011 at 5:54 PM

    მზად ვარ ადგილები გავცვალოთ, აშკარად ჩემზე კარგად წერ! თან მაგრად საინტერესოდ!

     
    • Mary Poppins

      სექტემბერი 10, 2011 at 3:25 AM

      მადლობა, ცოტნე 🙂 მაგრამ უმჯობესია, ყველაფერი ასევე დავტოვოთ – მშვენივრად წერ და იმიტომ 🙂

       
      • tsotnee

        სექტემბერი 10, 2011 at 7:20 AM

        დიდი მადლობა! 🙂 🙂 🙂 თუმცა შენც რომ დაიწყო წერა უფრო კარგი იქნება. 🙂 🙂 🙂

         
  36. taledream

    ოქტომბერი 20, 2011 at 6:33 AM

    ძალიან კარგად წერ, სასიამოვნოდ წავიკითხე და რაღაც თბილად დამჩა გულში 🙂 მოხიბლული ვარ

     
  37. გრაფინია

    ნოემბერი 16, 2011 at 7:48 AM

    მერი პოპინსი დაწერს პოსტებს ❤ ისე რა უცნაურად ჟღერს 🙂
    დაწერს იმიტომ, რომ მკითხველს ასე უნდა და კიდევ დიდებულ გრაფინიასაც სურს მისი პოსტების წაკითხვა 🙂

     
  38. katerina

    დეკემბერი 2, 2011 at 8:09 AM

    ყველაზე ელეგანტური და ყველაზე კეთილი მერი, ჩემი ბავშვობის საოცნებო ადამიანთა სიიდან…რამდენჯერ მინატრია, გვერდით მყოლოდა.ისე, კაცმა რომ თქვას, არც ახლა ვიტყოდი უარს 🙂

     
  39. მერი პოპინსი

    დეკემბერი 2, 2011 at 8:16 AM

    საუკეთესო ძიძა მსოფლიოში 🙂

     
  40. იალინდა

    იანვარი 31, 2012 at 6:36 AM

    რაფაელოსა და კარტ ნუარზე ჩემთანაც გადმოგიპატიჟებთ მერი:) კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბლოგოსფეროში!

     
  41. maariamm

    თებერვალი 27, 2012 at 10:18 AM

    როგორ მომეწონაა ))) ხშირად გესტუმრებიიი…

     
  42. Mari

    მაისი 5, 2012 at 11:54 AM

    ჰაჰა, რა კარგია 😀
    საკვამურებში ძრომიალი რომ გიყვარს, ეგ რატომ არ თქვი? 😀

     
  43. მერი პოპინსი

    მაისი 7, 2012 at 9:43 AM

    ყველაფერს ხომ არ ვიტყოდი 🙂 ეგ შემეფერება ახლა ამ დარბაისელ ქალს? 🙂

     
  44. ▲ Natsy

    აგვისტო 18, 2012 at 1:27 PM

    ფრიად მოხიბლული გახლავართ, მერი.. 🙂
    ახლა შემოვიჭყიტინე ბლოგზე, იმედია მალე შემოგვთავაზებ პოსტებს, სტილი არაჩვეულებრივი გაქვს და პოსტებიც არ იქნება ურიგო.. ))

     
  45. თაკოს ბლოგი

    იანვარი 17, 2013 at 10:11 PM

    მერი პოპინს ❤ თაკოს ძალიან უყვარხართ ❤
    ველი პოსტებს ^^ მე შენი ნომერ 1 მკითხველი ვარ !

     
  46. megan's blog (მაძებარი)

    იანვარი 26, 2013 at 12:09 PM

    ბავშვობა გამახსენეთ ამ თქვენი თბილი სიტყვებით მის მერი პოპინს:)<3

     

Leave a reply to salomeaa კომენტარის გაუქმება